1915 წელს თურქეთის ტერიტორიიდან სომხების მასობრივი დეპორტაცია გამართლებულია

1915 წელს თურქეთის ტერიტორიიდან სომხების მასობრივი დეპორტაცია გამართლებულია – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა – ადგილობრივი მედია წერს. “სომხური ბანდებისა და მათი მომხრეების გადასახლება, რომლებიც აღმოსავლეთ ანატოლიაში მუსლიმებს ხოცავდნენ, მათ შორის, ქალებს და ბავშვებს, ყველაზე გონიერი გადაწყვეტილება იყო, რომელიც შეიძლებოდა მოფიქრებულიყო” – თქვა ერდოღანმა და ყველა დაინტერესებული პირი დაპატიჟა თურქული არქივების გასაცნობად.
24 აპრილს ერდოღანმა, ასევე, თქვა, რომ ქვეყნები, რომლებიც თურქეთს გენოციდსა და დემოკრატიის იგნორირებაში ადანაშაულებენ, ყველაზე ცნობილი მკვლელობებისა და მასობრივი წამებების უკან დგანან.

საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ოსმალეთის იმპერიის დროს სომხების გენოციდი აღიარა. ანკარამ მაშინ მკაცრად გააკრიტიკა პარიზი და განაცხადა, რომ თავად საფრანგეთს აქვს ხელები სისხლით დასვრილი.

24 აპრილს, საფრანგეთში პირველად აღნიშნეს პირველი მსოფლიო ომის დროს “სომხების გენოციდის” დღე. ქვეყნის პრემიერ-მინსიტრმა ედუარ ფილიპმა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალზე, რომელიც სენას მარჯვენა სანაპიროზეა, გვირგვნი მიიტანა.
გერმანიის ბუნდესტაგმა 2016 წელს აღიარა გენოციდი, რამაც გერმანია-თურქეთს შორის ღრმა დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა
შემდეგი სტატიაAmnesty-მ აშშ-ს კოალიცია 1600 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაში დაადანაშაულა