(+18 ვიდეო) რუსმა მილიციელმა ეჭვმიტანილ ტერორისტს ყური მაოჭრა და ძალით აჭამა

რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა „კროკუს სითი ჰოლში“ ტერორიზმში ეჭვმიტანილს დაკითხვისას ყური მოაჭრეს და იძულებით აჭამეს

ტერაქტში მონაწილე ერთ-ერთ ეჭვმიტანილს, რუსმა პოლიციელმა ყური მოაჭრა. ამ სისასტიკის ამსახველი ვიდეო გავრცელდა ომის მომხრე Telegram არხზე, რომელიც ცნობილია როგორც “სპეციალური დავალების არხი”.

კადრებში, შენიღბული მამაკაცი, დაკავებულ ეჭვმიტანილს, რომელიც მუცელზე წევს, მუხლზე ძალით ამაგრებს მიწაზე, ხოლო ყურის მოჭრილ ნაწილს პირში ძალის დატანებით ტენის.

ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. 24 მარტი რუსეთში საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა
შემდეგი სტატიაზელენსკი – ვლადიმერ პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი