17-18 მარტს საქართველოში ამინდი გაუარესდება

17-18 მარტს საქართველოში წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშითბილისში ქურდობის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაშსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს