თბილისში ქურდობის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

region
: region მარტი 16, 2019 10:17

თბილისში ქურდობის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი.

„ქურდობის ბრალდებით, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 1992 წელს დაბადებული ი.ც. და 1987 წელს დაბადებული გ.ს., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 მარტს თბილისში, სანერგეს 1-ლი ჩიხის ტერიტორიაზე, მოქალაქის ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ორივე მათგანი ადგილზე დააკავა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დაკავებულებმა გამოკითხვისას მათ მიერ თბილისში ჩადენილი ქურდობის კიდევ რამდენი ფაქტი აღიარეს, მათ შორის ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინის გაქურდვის.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

region
: region მარტი 16, 2019 10:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,941
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics