16 წლის გოგონა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

16 წლის გოგონა, რომელიც ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან 15 ოქტომბერსს გადმოვარდა, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კლინიკაში განმარტავენ, რომ მიღებული დაზიანებები სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მოზარდი 20 ოქტომბერს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიანიკა მელია: ჯიხაშკარში გაფართოებული შემადგენლობით მოგვიწია ჩამოსვლა