ნიკა მელია: ჯიხაშკარში გაფართოებული შემადგენლობით მოგვიწია ჩამოსვლა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას განცხადებით, დღეს ჯიხაშკარში არჩევნებზე მათ ფართო შემადგენლობით მოუწიათ ყოფნა, რათა დაიცვან საკუთარი ხმები.

როგორც მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის არჩევნები ჯიხაშკარში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

,,უნიკალურ ორ უბანთან ვართ დღეს, სადაც შევარდნენ 8 ოქტომბერს და დაარბიეს. დღეს ჩვენ მოგვიწია ფართო შემადგენლობით ჩამოსვლა, რათა დავიცვათ უბნები მსგავსი ფაქტებისგან. დარბევის ფაქტთან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული და “ქართული ოცნება” ვაჭრობს ახლა სოფელში, თუკი “ოცნებას” დაუჭერენ მხარს, ამ ადამიანს გაათავისუფლებენ. ჯერ-ჯერობით, არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს და იმედია ასე გაგრძელდება”, – განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან

banner
წინა სტატიაში16 წლის გოგონა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველომ ალეპოში გაერო-ს დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას დაუჭირა მხარი