ლიუდმილა პუტინა: ჩემი ყოფილი ქმარი უკვე დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის…რუსეთს პუტინის ორეული მართავს

11100797_973966922616162_330073714_oგუშინ რუსულ საიტებზე თითქოსდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მეუღლის ლუდმილა პუტინას ინტერვიუ დაიბეჭდა, რომელიც მან ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას მისცა.
ინტერვიუში, როგორც რუსული წყარო წერს, პუტინის ექს-მეუღლე ამბობს, რომ მისი ყოფილი მეუღლე დიდი ხნის გარდაცვლილია. „ჩემი ყოფილი ქმარი უკვე დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის. ეს უნდა ვაღიარო, იმიტომ რომ ვეღარ ვუყურებ იმას, რაც მისი სახელით ხდება. ეს ძალიან საშინელი ხალხია. მათ შეიძლება მეც და ჩვენი ქალიშვილებიც დახოცონ ისევე, როგორც ვლადიმერ პუტინი მოკლეს“, – ამბობს პუტინა. ლიუდმილა პუტინას თქმით, მისი ქორწინება იდეალური არ ყოფილა, მეუღლე მას ხშირად სცემდა და ერთხელ ფსიქიატრიულ კლინიკაშიც კი მოათავსა. „მქონია პერიოდი, როდესაც თვეობით ჩაკეტილი ვიყავი“, – ამბობს პრეზიდენტის ყოფილი ცოლი. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვლადიმერ პუტინმა შვილები წაიყვანა და თავადაც გაქრა. ამის შემდეგ, ლიუდმილა პუტინას თქმით, მასთან უცხო ხალხი მივიდა და დიდხანს ეძებდნენ რაღაცა საბუთებს. „როდესაც ქმარზე ვეკითხებოდი, მპასუხობდნენ, რომ ის მალე მოვა და თუ სიცოცხლე მინდა, ჯობია გაჩუმდეო“,- ამბობს ლიუდმილა პუტინა. ლიუდმილა პუტინას განცხადებით, ამის შემდეგ პუტინის ორეული გამოჩნდა, მას კი ბედნიერი ცოლის როლის შესრულება უნდა გაეგრძელებინა. პუტინთან ოფიციალურმა გაყრამ, მისი თქმით, გადარჩენის შანსი გაუჩინა, ვინაიდან ლიუდმილა პუტინამ იცოდა, რომ ორეული მასაც მოუმზადეს. გაზეთ Die Welt-ის ცნობით, ახლა რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ცოლი გერმანიაში ცხოვრობს და, ამის მიუხედავად, საკუთარ უსაფრთხოებაზე ძალიან ნერვიულობს.

Timer.ge-მ მოიძია აღნიშნული მასალის არქივი Die Welt-ში. ინტერვიუს წყაროდ აღნიშნული გამოცემა არ დასტურდება.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა მდინარე რიონიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს
შემდეგი სტატიაპოლიციამ მფრინავის სახლში მნიშვნელოვანი მტკიცებულება იპოვა