14 წლის ბიჭზე სისტემატიურად ძალადობდა, ბავშვს აფრთხილებდა არავისთან ესაუბრა ამაზე – სასამართლოს განჩინება

14 წლის ბიჭის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე შიდა ქართლში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გუშინ მშობლებთან ერთად გამოკითხეს. “მთავარმა არხმა” სასამართლოს განჩინება მოიპოვა, სადაც წერია, რომ 40 წლამდე კაცი არასრულწლოვანზე 3 წლის განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდა. ამას გარდა ის ბაშვს აფრთხილებდა, მომხდარზე არავისთან ესაუბრა.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ საქმეში დევს როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე სხვა მტკიცებულებები.

“იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატიურად ახორციელებდა დაზარალებულის მიმართ ძალადობას და თითოეული ფაქტის შემდეგ აფრთხილებდა დაზარალებულს, არავისთან ესაუბრა ამის შესახებ, რასაც ასრულებდა მისი გავლენის ქვეშ მოქცეული დაზარალებული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მიმალვისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძერლების საფრთხე”, – წერია განჩინებაში.

არასრულწლოვანის ჩვენების მიხედვით ბრალდებული სკოლის დარაჯი იყო. დაკავებულის ოჯახის წევრებს გამოძიების არ სჯერათ. სოფელში სადაც შემთხვევა მოხდა ამბობენ, რომ მოძალადე სკოლის დარაჯის შვილია, რომელიც მამის ფუნქციებს ხშირად ითავსებდა. ადგილობრივები პასუხისმგებლობას სკოლის ადმინისტრაციას აკისრებენ, დირექტორი კი ბრალდებებს უარყოფს.

“კომენტარს არ ვაკეთებ. ეს არის ტყუილი, მამამისი მუშაობდა 10 წლის წინ სკოლაში, ჩემ მოვალეობებს ნუ მახსენებთ”, – თქვა დირექტორმა.

პოლიციამ 40 წლამდე კაცი უკვე დააკავა, მას ჯერ ბალი არ წარდგენია და წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

წყარო: “მთავარი არხი”

banner
წინა სტატიაშიმუსელიანი – ახლა გამძლეობაზეა საქმე და ადამიანების სტაბილურ მობილიზაციაზე
შემდეგი სტატიაპარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს