მუსელიანი – ახლა გამძლეობაზეა საქმე და ადამიანების სტაბილურ მობილიზაციაზე

რიონის ხეობაში საპროტესტო აქცია გრძელდება. რიონის ხეობის მცველები ადგილზე დილიდან არიან შეკრებილები. მოსახლეობა კომპანია “ენკასთან” ბაზასთანაა მობილიზებული იმისთვის, რომ მძიმე ტექნიკას ტერიტორიააზე შესვლის საშუალება არ მისცეს.

“უნდა გავერკვეთ ჩვენ რა გვიპირისპირდება უფრო სრულყოფილად რომ ჩავიხედოთ, რა სახით და რა ფორმით გვიპირსპირდება ეს სიტუაცია ახლა, რომ ამის მიხედვით გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები.

ახლა გამძლეობაზეა საქმე და ადამიანების სტაბილურ მობილიზაციაზე და გათვლა აქვთ, რომ ამდენი ხალხი დიდი ხნით გაჩერებას ვერ შეძლებს.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თუ თვლით, რომ რაღაცით უნდა დაგვეხმაროთ აქ ელემენტარული დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი”,- თქვა მარიტა მუსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავა მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატია14 წლის ბიჭზე სისტემატიურად ძალადობდა, ბავშვს აფრთხილებდა არავისთან ესაუბრა ამაზე – სასამართლოს განჩინება