14–15 იანვარი სოხუმში გლოვის დღედ გამოცხადდა

14–15 იანვარი სოხუმში გლოვის დღედ გამოცხადდა

14–15 იანვარი  სოხუმში გლოვის დღედ გამოცხადდადღეს სოხუმში, რუსული ფსბ აფხაზური სასაზღვრო ქვეგანაყოფის სამხედრო მოსამსახურის ანდრეი უდალცოვის ( რომელიც გალში 12 იანვარს სპეცოპერაციის დროს დაიღუპა) გამოსათხოვარი ცერემონია მოეწყო. რუსი სამხედროს ბოლო გზაზე გასაცილებლად და მისთვის პატივის მისაგებად, გამართულ ცერემონიალზე მივიდნენ აფხზაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ძალოვანი სტრუქტურებისა და აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები. ანდრეი უდალცოვი, რომელიც 27 წლის იყო და აფხაზური საზღვრი სრუსულ ფორმირებაში 2012 წლიდან მსახურობდა, აფხაზეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, სიკვდილის შემდეგ მამაცობის ორდენით დაჯილდოვდა. უდალცოვს დარჩა მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი.

15 იანვარს , სოხუმში დაკრძალავენ 12 იანვრის ოპერაციის მეორე გარდაცვლილ მონაწილეს, აფხაზეთის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელს, 37 წლის ედუარდ ნერსესიანს, რომელიც სიკვდილის შემდეგ ლეონის ორდენით დაჯილდოვდა.

banner
წინა სტატიაშიალიევი თურქეთში ვიზიტით იმყოფება
შემდეგი სტატიამე მკიდია ეგენი სუყველა!!!