ალიევი თურქეთში ვიზიტით იმყოფება

ალიევი თურქეთში

10937794_400527816774078_627997981_nაზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 14 იანვარს საღამოს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის მიზანი 15 იანვარს დაგეგმილი აზერბაიჯან-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის უმაღლესი დონის IV სესიაზე დასწრებაა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოგანიც დაესწრება. ჩასვლისთანავე ალიევი საკუთარ რეზიდენციაში მიიღო თურქეთის პრემიერმა ახმეთ დავითოღლუმ. პირისპირ შეხვედრაზე თურქეთის პრემიერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ნახევარი საათი დაჰყვეს და შემდეგ საქმიან ვახშამზე გადაინაცვლეს, რომელსაც დახურულ კარს მიღმა, ალიევისა და დავუთოღლუს გარდა დაესწრნენ თურქეთის ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კომუნიკაციების მინისტრი, დაზვერვის ხელმძღვანელი, პრემიერის მთავარი მრჩეველი და კიდევ რამდენიმე ოფიციალური პირი.
განხილულ საკითხებს შორის, თურქული მედიის ცნობით, ყარაბახის საკითხის მოგვარება, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებია.

banner
წინა სტატიაში„ჭამე ნოდარი”–გიგა ტაბიძემ კომედი შოუ დატოვა
შემდეგი სტატია14–15 იანვარი სოხუმში გლოვის დღედ გამოცხადდა