ჟურნალმა Vogue-მ საქართველო 2017 წელს ათ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა

პოპულარულმა ჟურნალმა Vogue-მ 2017 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა, სადაც ტოპ-ათეულში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.

Vogue-ის ჟურნალისტის ჯენ მერფის თქმით, „საქართველო ბოლო წლებში, საუცხოო ღვინით ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ ღვინის გარდა, ქვეყანაში ბევრი საინტერესო სანახაობისთვის მოგზაურობენ“.

მისი თქმით, საქართველოს დედაქალაქი თბილისი ახალგაზრდებისთვის ბრუკლინის სტილის გასართობ ცენტრად იქცა და ქვეყანა ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის ცნობილი გახდა.

“საქართველო მზადაა, მოთხილამურეებისთვის და სნოუბორდის მოყვარულებისთვის ზამთრის ტურისტული მიმართულების ახალ ცენტრად იქცეს. ზამთრის სპორტის მოყვარულებს საქართველოში კავკასიონის მთების ხელშეუხებელი რელიეფი იზიდავთ“, – წერს ჯენ მერფი.

საქართველოს გარდა Vogue-ის საუკეთესო ათეულშია ომანი, მალაიზია, მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო (აშშ), იორდანია, დანია და კოლუმბია.

წყარო: http://www.vogue.com

banner
წინა სტატიაში„სანტა კლაუსმა“ ბათუმში მაღაზია დააყაჩაღა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ნაძვის ხეზე დევნილ ბავშვებს უმასპინძლა