გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ნაძვის ხეზე დევნილ ბავშვებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ნაძვის ხეზე დევნილ ბავშვებს უმასპინძლა.

პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხე წელს დევნილი ბავშვებისათვის ტრადიციულად პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ მორთო.

პრეზიდენტის სასახლეში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა საბავშვო, მუსიკალური წარმოდგენა „საახალწლო ნაძვის ხე“ გამართა, სადაც პატარებს საახალწლო სანახაობა შესთავაზა.

პრეზიდენტის ნაძვის ხე 4-5 იანვარსაც გაიმართება, დევნილ ბავშვებთან ერთად, პრეზიდენტი ადმინისტრაციის თანამშრომლების შვილებასც უმასპინძლებს.

banner
წინა სტატიაშიჟურნალმა Vogue-მ საქართველო 2017 წელს ათ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა
შემდეგი სტატია„გაშლილი სუფრის ნაცვლად, საოპერაციო მაგიდაზე“ – მალხაზ ველიჯანაშვილს პიროტექნიკა აუფეთქდა