12 წლის ქეთი კვარაცხელიას დებიუტი კინოში

გაზეთ The Financial –ის საიტზე გამოქვეყნდა  https://finchannel.com/world/georgia/79526-12-year-old-ketevan-kvaratskhelia-played-in-the-detective-film-casanova ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიას სტატია თბილისში მცხოვრებ წარმოშობით სოხუმელზე ქეთი კვარაცხელიაზე და მის დებიუტზე კინოში.
გთავაზობთ ამ სტატიის ქართულ ვარიანტს.

თბილისის კერძო სკოლის “ქორალის” მოსწავლემ ქეთი კვარაცხელიამ,რომელიც რამოდენიმე წელია სამსახიობო ხელოვნებით და თეატრით არის გატაცებული, თავისი სადებიუტო როლი ითამაშა კინოში: მან მონაწილეობა მიიღო რუსულ 8 სერიან სატელევიზიო დეტექტიური ფილის “კაზანოვას” ერთერთ ეპიზოდში, რომლის პრემიერა შედგა ნოემბერში რუსეთის პირველ არხზე ОРТ. ფილმის რეჟისორია კირილ ბელევიჩი, სერიალში მონაწილეობდნენ მსახიობები ანტონ ხაბაროვი, კატერინა შპიცა, სვეტლანა ხოდჩენკოვა, სერგეი უგრიუმოვი, ოლესია ჟელეზნაკ, ირინა პეგოვა, ტატიანა ბელევიჩ, რუსლანა რუხაძე, მარიანა შულც, კრისტინა ბაბჩენკო, აგრეთვე რამდენიმე მსახიობი საქართველოდან და სომხეთიდან. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ყირიმის ნახევარკუნძულზე, თბილისსა (2019 წლის მარტში) და ერევანში. ფილმი წარმოებულია კომპანია “ამედია პროდაქშნ”-ის მიერ.
ფილმში მოქმედება ხდება 1970-ნი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში, სადაც დაფიქსირდა მასშტაბიანი თაღლითობის რამოდენიმე ფაქტი, რომელთა მსხვერპლი გახდნენ საზოგადოებაში მაღალი სტატუსის მქონე ქალბატონები. მამაკაცი -თაღლითი მოტყუებით ძარცვავდა მათ, ქალები უცებ ვერ ხვდებოდნენ ამას,
ხშირად კი უარს ამბობდნენ მილიციაში განცხადებაზე. ერთერთი ქალბატონის თვითმკვლელობის მცდელობის შემდგომ პროფესიონალი გამომძიებლები შეუდგნენ გამოძიებას, მათ შორის მაღალი დონის გამომძიებელი და მილიციის უფროსი ლეიტენანტი ფსიქოლოგიური მუშაობის გამოცდილებით.
ჩახლართული საქმე პირად დრამაში გადაიზრდება მას შემდეგ, რაც კაზანოვა გაიგებს, რომ მას ფეხდაფეხ მიყვებიან მოსკოველი გამომძიებლები. ის პირადად ეცნობა ნოვგოროდცევას და გეგმავს ჩვეული ფანდი ჩაატაროს მასთან, მაგრამ სიტუაცია გეგმის მიხედვით არ ვითარდება. “ჩემი გმირი, ალბათ საბჭოთა კავშირში საუკეთესო აფერისტი იყო, ის ქურდავს მდიდარ ქალბატონებს, და ამავე დროს თითოეული მათგანი გულწრფელად უყვარს. კაზანოვაში არის ძალიან ცუდიც და კარგიც. მე ვისწრაფი იმისკენ, რომ ტელემაყურებელმა ნებისმიერი სერიის ჩართვისას დაიჯეროსმ რომ ის ნამდვილი სიყვარულის ისტორიას უყურებს, სიყვარულისა, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში გაგრძელდება, და რომ პროფესია, რომელსაც ფლობს ჩემი გმირი – მისი ნამდვილი პროფესიაა, თუმცა სინამდვილეში ის გარდასახვის დიდოსტატია”, – განუცხადა ჟურნალისტებს მთავარი როლის შემსრულებელმა ანტონ ხაბაროვმა.
ქეთი კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღო ფილმის ერთერთ ეპიზოდში, რომელიც თბილისშია გადაღებული. ქეთი შემთხვევით არ მოხვედრილა გადასაღებად ამ ფილმში. ქეთი უკვე რამოდენიმე წელია სამსახიობო ხელოვნებით და თეატრით არის გატაცებული, მონაწილეობდა სამსახიობო ცენტრის “ეტ სეტერა”-ს სპექტაკლებში, თავად წერს მინიატურებს და მოთხრობებს, თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. “კაზანოვა”-ში ქეთიმ ითამაშა იმ თბილისელი ქალბატონის ნათესავი გოგნას როლი, რომლის ბინასა და სიმდიდრეს დაადგა თვალი თაღლითმა. გაზის სისტემის ხელოსნის ფორმაში გადაცმული კაზანოვა ბინაში შეაღწევს მაშინ, როდესაც მისი მეპატრონეები შავი ზღვის სანაპიროზე
ისვენებენ, ხოლო მათ ბინაში მათი ნათესავი ცხოვრობს. თაღლითმა ბინაში შეაღწია მის დასათვალიერებლად და გასაღების ასლის მოსაპოვებლად. “როდესაც გავიგე, რომ თბილისში გადაიღებენ ფილმ “კაზანოვას”, ფილმის კასტინგზე მივედი, გავიარე შერჩევა და გასაუბრება, რის შემდეგაც დამამტკიცეს ეპიზოდურ როლზე. რა თქმა უნდა, ცოტა ვნერვიულობდი. გადაღებები ჩემი მონაწილეობით ჩატარდა 2019 წლის მარტში”, – მოგვიყვა ქეთი. მისთვის ჯერ უცხოა ჟურნალისტებთან ურთიერთობა.
“თუ კიდევ მომეცემა საშუალება ვითამაშო კინოსა და თეატრში, ალბათ მაშინ უფრო მეტი სათქმელი მექნება და თავს არ ავარიდებ ჟურნალისტებთან საუბარს. მითუფრო, რომ ჩემი დეიდა ეკა მეხუზლა მრავალი წელი საქმიანობდა ჟურნალისტიკის სფეროში (ჯერ სოხუმში 1992 წელს, მერე კი თბილისში-1998 წლიდან)”, – გვითხრა ქეთიმ, რომელიც ამჟამად თბილისის კერძო სკოლა “ქორალის” მე-9 კლასის მოსწავლეა.
ქეთი კვარაცხელია 2006 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა თბილისში. დედამისი ნანა მეხუზლა სოხუმელია (დაიბადა 1982 წ.), 1993 წლიდან თბილისში ცხოვრობს, მან დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის იტალიური ენის განყოფილება და იტალიური ენის სპეციალისტია. მამა – ირაკლი კვარაცხელია დაიბადა (1981 წ.)და გაიზარდა სოხუმში, ისიც 1993 წლიდან თბილისში ცხოვრობს. 1990-იანი წლების ბოლოს თამაშობდა საკალათბურთო კლუბ “კოლხა”(სოხუმი), გატაცებული იყო კრივით, ბოლო წლები დაკავებულია ბიზნესით.
ქეთის დედამ, ნანამ, ამ სტრიქონების ავტორთან საუბარში განაცხადა: “ფილმის ეთერში გასვლის შემდგომ ქეთიმ და ჩვენმა ოჯახმა ასეულობით წერილი და ზარი მიიღო მეგობრებისგან, ნაცნობებსა და უცნობებისგან, სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და ეროვნების ადამიანებისგან სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის იტალიიდან, სადაც მე ვცხოვრობდი 90-იან წლებში მოსწავლეების გაცვლითი პროგრამების პროექტის ფარგლებში».
ნანამ გულითადი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის ქალიშვილს, ქეთის მიულოცა კინოში დებიუტი. “გული მწყდება, რომ მამაჩემი, ილია მეხუზლა (ცნობილი სოხუმელი ექიმი, 1993 წლამდე სოხუმში იყო ბესლეთის ამბულატორიის მთავარი ექიმი-ავტ.შენიშვნა) ვერ მოესწრო შვილიშვილის კინოდებიუტს. მამა
დიდ დროს უთმობდა ქეთის, უყვებოდა მას უამრავ საინტერესო ისტორიებს კინოსა და თეატრის სფეროდან. სამწუხაროდ მამა ამ ქვეყნიდან 3 წლის წინ წავიდა. ქეთის ყველაფერში მხარს უჭერს და დიდ როლს თამაშობს მის განვითარებაში მისი ბებია ნატა ჩაბრავა-მეხუზლა. ის წყნეთში ცხოვრობს და
შვილიშვილის წარმატებებმა მას ახალი ძალები შემატა, ბევრი სიხარული მიანიჭა”, – გვითხრა ქეთის დედამ ნანა მეხუზლამ.

მასალა მოამზადა თენგიზ პაჭკორიამ

ფოტო ქეთი კვარაცხელიას არქივიდან.

banner
წინა სტატიაშისოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქციას დეველოპერული კომპანია „არქი“ შეუერთდა
შემდეგი სტატიაკალაძე ბაღებში დარიგებულ გაფუჭებულ პროდუქტზე -“ხაბეიშვილის პროექტია”