კალაძე ბაღებში დარიგებულ გაფუჭებულ პროდუქტზე -“ხაბეიშვილის პროექტია”

თბილისის მერი, კახა კალაძე, ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალა, რომელშიც ჩანს, რომ ბაგა-ბაღებში დარიგებული პროდუქტი გაფუჭებული და მატლიანია, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ფოტოები ხაბეიშვილის დავალებით გავრცელდა.

“როდესაც პროდუქტი ბაღიდან მშობლებს გააქვთ, მოწმდება ყველაფერი და მშობლები ხელსაც აწერენ – პროდუქტის უპრობლემობასა და ვადებზე. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ეს პროექტი დავიწყეთ, მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თითქოს პროდუქტები ვადაგასული იყო. ყველაფრისგან დაზღვევის მიზნით დავიწყეთ ვიდეოგადაღებაც და ხელმოწერებიც”, – ამბობს კალაძე.

თავის მხრივ, ხაბეიშვილი ამბობს, რომ გაფუჭებულ პროდუქტზე ბაღის ბავშვებიც მშობლებიც საუბრობენ და რომ კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს.

“სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, როცა 60 000 ბავშვის ჯანმრთელობას აყენებენ რისკის ქვეშ. გავასაჯაროვე ვიდეო, სადაც მატლებითაა დახუნძლული ჩაი. სამწუხაროდ, დედაქალაქის მერს ფეხებზე ჰკიდია ასეთი ფაქტები. მტკიცებულებებს ავკინძავთ და პროკურატურას ვთხოვთ, დაიწყოს გამოძიება”, – თქვა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში12 წლის ქეთი კვარაცხელიას დებიუტი კინოში
შემდეგი სტატიატრანსგენდერები მთავრობას ანტიკრიზისულ გეგმაში მოხვედრას ითხოვენ