111 წლის წინ ტიტანიკი ჩაიძირა, 11 წლის წინ კი „ქართული ოცნება“ შეიქმნა და ესეც დიდი ტრაგედია იყო – ვაშაძე

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლის შესრულებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული თარიღია.

ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია.

„სხვათა შორის, 111 წლის წინ ტიტანიკი ჩაიძირა და 11 წლის წინ „ქართული ოცნება“ შეიქმნა, ესეც დიდი ტრაგედია იყო. რას ჰპირდებოდა ხალხს „ქართული ოცნება?“ – სამართლიანობის აღდგენას, „კლანის“ დასრულებას, ეკონომიკურ აღმავლობას, სოფლის განვითარებას, უამრავი დაპირება ჰქონდათ. არც ერთი მათგანი არ შეუსრულებია. „ოცნებამ“ მხოლოდ სამი რამ გააკეთა: განამტკიცა „კლანი“ და კორუფცია, მოიტანა სიღარიბე და რუსეთი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდასანანია, თუ მმართველი გუნდის პოზიცია აშშ-ს ელჩმა არასწორად გაიგო, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ არა რომელიმე მოსამართლეს, არამედ, სასამართლო ხელისუფლებას – სარჯველაძე
შემდეგი სტატიაშეიძლება აქციებიც ჩატარდეს, თუმცა მთავარი ბრძოლის ველი დღეს გადის პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის საკითხი დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება – ბეჟაშვილი