11 პოლიტიკური პარტია ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

11 პოლიტიკური პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი – კრწანისის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, დავით ფეტვიაშვილი, თანამდებობას ტოვებს.

ფეტვიაშვილი, რომელიც ფარულ სატელეფონო ჩანაწერებში ღიად ამბობდა, როგორ თანამშრომლობენ საარჩევნო კომისიები  პარტია ქართულ ოცნებასთან და როგორ ნიშნავდნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერებს საარჩევნო კომისიებში ნეიტრალურ თანამდებობებზე, ამ ფაქტებს უარყოფს.

ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკურმა ძალებმა ოთხპუნქტიანი ულტიმატუმით ცესკო-ს მიმართეს.

ისინი პროფესიული ნიშნით დასანიშნი პირების შერჩევის პროცესის გამჭვირვალებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციური ძალებისთვის არჩევნებს ლეგიტიმაცია არ ექნება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნის შესწავლა დაიწყო. ცესკო ასევე აუდიოჩანაწერების კიდევ 4 მონაწილის ბრალეულობას იკვლევს.

დავით ფეტვიაშვილისგან განსხვავებით, ფარული ჩანაწერების სხვა ფიგურანტები ოფიციალურად ჯერ კიდევ არ იყვნენ დანიშნული თანამდებობებზე.

ოპოზიციის მოთხოვნებს პარლამენტის თავმჯდომარე არ იზიარებს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ფარული ჩანაწერებით გამოვლენილი გარიგებების მიუხედავად, ქართული ოცნებისა და სარჩევნო ადმინისტრაციების გარიგებები სისტემურ ხასიათს არ ატარებს.

banner
წინა სტატიაშიღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო მსახურებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხობის ეპარქიის ტაძარში დაესწრო
შემდეგი სტატიაცესკომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადააყენა, გავრცელებულ ვიდეოზე კი აცხადებს, რომ ჩანაწერი გამოითხოვეს, თუმცა არ მიუღიათ