ღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო მსახურებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხობის ეპარქიის ტაძარში დაესწრო

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით,სადღესასწაულო მსახურება გაიმართა ფოთისა და ხობის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საზეიმო ლიტურგია ხობის ხარების დედათა მონასტერში არსებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღასრულა .

სადღესასწაულო წირვა-ლოცვას მრევლთან ერთად , მხარის პირველი პირი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დაესწრო.

წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ტაძარში შეკრებილ მლოცველებს ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა.

banner
წინა სტატიაშიანაკლიაში ჩადენილი გაუპატიურების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია11 პოლიტიკური პარტია ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს