11 მაისს, 19:00 საათზე თბილისში მასწავლებლების მარში გაიმართება

რუსული კანონის გასაპროტესტებლად ხვალ, 11 მაისს, 19:00 საათზე თბილისში მასწავლებლების მარში გაიმართება. ისინი თბილისის კლასიკური გიმნაზიასთან შეიკრიბებიან და ამ დღეს დაგეგმილ ევროპის მარშს შეუერთდებიან.

“მასწავლებლები და განათლების მუშაკები ვუერთდებით ევროპის მარშს და ვიკრიბებით თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან! ერთად გავაპროესტოთ რუსული კანონი და მხარი დავუჭიროთ ევროპულ მომავალს!
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 5 ლოკაციაზე:
‣ რესპუბლიკის მოედანი
‣ მარჯანიშვილის მოედანი
‣ მეტრო 300 არაგველი
‣ მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია
‣ მასწავლებლების მარში – თბილისის კლასიკური გიმნაზია

ხუთივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – წერენ ორგანიზატორები.

banner
წინა სტატიაშიდღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, რომლებსაც შეხვედრაზე რუსული კანონის მხარდაჭერას აიძულებენ – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს, ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის და კონსტიტუციის დასაცავად, გადავწყვიტეთ, ვიმოქმედოთ ერთობლივი ძალებით – “დინამოს” გულშემატკივართა გაერთიანება