11 ივლისის კოვიდსტატისტიკა ქვეყანასა და რეგიონებში

დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 952 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 609 შემთხვევა, აჭარაში – 78, ხოლო კახეთში – 70, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 281 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 658 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 623 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 952 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 152-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.69 პროცენტი, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 3.79 პროცენტი, ხოლო შვიდი დღის განმავლობაში – 4.18 პროცენტი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 999 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 226-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 452 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 952 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 609 შემთხვევა, აჭარა – 78, იმერეთი – 65, ქვემო ქართლი – 40, შიდა ქართლი – 11, გურია – ექვსი, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 21, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 448 საიდანაც: 3 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 092, აჭარაში – 169, იმერეთში – 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 716 პირი, მათ შორის, თბილისში – 374, აჭარაში – 46, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში – 126, აჭარაში – სამი, იმერეთში – ცხრა. 907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 660 – თბილისში, 242- აჭარაში. 8 069 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 98 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – 18. 6 ოქტომბრიდან 10 ივლისის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – სულ 24 940 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 205 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 865, პირი, აჭარაში – 714, იმერეთში – 1 045“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,18 პროცენტს შეადგენს
შემდეგი სტატიამთავრობის გადადგომის მოთხოვნით, დღეს 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა