11 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის დაკავებულს თანასოფლელებმა სახლი დაუწვეს

აბაშაში, სოფელ მარნის გადასახვევთან ავარია მოხდა

ხარაგაულში 11 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის დაკავებულს თანასოფლელებმა სახლი დაუწვეს.

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლბემა 1995 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

რამდენიმე წუთის წინ ცეცხლი სწორედ მის სახლს წაუკიდეს.

შემთხვევა ხარაგაულში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი ბიჭი გააუპატიურა. მომხდარი ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელობა სცადა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიინტერნეტში საბერძნეთის ეკონომიკის დასახმარებლად ფულს აგროვებენ
შემდეგი სტატიასუპერთასის თამაშის ბილეთის შესაძენად რიგში 140 ათასი მოქალაქე დგას