10 ეჭვმიტანილი ბრაზილიაში ოლიმპიადის დროს ტერაქტს ამზადებდა

ბრაზლიის პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა, რომლებიც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დროს სავარაუდოდ ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ბრაზილიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

ბრაზილიის ხელისუფლების განცხადებით, დაკავებულები არ არიან ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრები, თუმცა ეჭვმიტანილები ისლამისტებთან დაკავშირებას ცდილობდნენ.

ისინი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე პარანას შტატში დააკავეს. ყველა დაკავებული ბრაზილიელია.

ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბრაზილიის მთავრობა საგანგებო სხდომას გამართავს.

რიოს ოლიმპიადა 5 აგვისტოს იხსნება და 21 აგვისტომდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია : ,,ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს თვალთვალში მონაწილე პირების და დამკვეთების დასჯა”
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: “ოცნებას” სამეგრელოში ჯერ ისევ აქვს შანსი”