კახა მიქაია: “ოცნებას” სამეგრელოში ჯერ ისევ აქვს შანსი”

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

 

23 ივლისს სამეგრელოში დიდი აურზაურია მოსალოდნელი. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ამ რეგიონს მაჟორიტარობის კანდიდატებს წარუდგენს. კანდიდატებს პარტიის თავმჯდომარე და შეთავსებით პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.

გიხაროდენ!!!

 

“დაიცავი საქართველოს”ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია ” ახალ თაობასთან” საუბარში სავარაუდო კანდიდატებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

სანამ მათი წარდგენა ოფიციალურად არ მოხდება, ვერაფერს ვიტყვი. ძალიან ხშირად იცვლება გვარები. ამიტომ დაველოდები საბოლოო ვერსიას და მერე გავაკეთებ კომენტარს. იმედი მაქვს, “ქართული ოცნება” ახლა მაინც მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებებს და ისეთ კანდიდატებს დაასახელებს, რომლებიც ხალხისთვის იქნება მისაღები. მთავარია, ისინი არ წარმოადგენდნენ შევარდნაძის ან სააკაშვილის ხელისუფლებას,- აცხადებს  მიქაია. მისივე  თქმით, სამეგრელოში “ქართულმა ოცნებამ” თავის უმოქმედობით ისედაც ბევრი დაკარგა.

კოაბიტაციით ხალხის ნდობა დაკარგეს. როცა საკრებულოს წევრი ვიყავი, სულ ვეუბნებოდი “ოცნებას”და ნაციონალებს, რომ თავიანთი პარტიული მაისურებით ევლოთ. იმდენად დაემსგავსნენ ერთმანეთს, რომ ვინ რომელ პარტიას წარმოადგენდა, ამის გარკვევა შეუძლებელი იყო. ეს კორცხელში გამართულმა არჩევნებმაც დაადასტურა. “ქართულ ოცნებას” იქ კანდიდატად ნაციონალი ჰყავდა დასახელებული. ასეთი მიდგომები ხალხზე ცუდად მოქმედებს, -აღნიშნავს “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.

კორცხელში არჩევნები ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო. ნაციონალები ამტკიცებენ, რომ შემოდგომაზე არჩევნებს მთელ რეგიონში მოიგებენ. ბუნებრივია, იტყვიან, რომ არჩევნებს ისინი მოიგებენ. ეს წინასაარჩევნო პიარია, მაგრამ  “ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ აქვს შანსი, შეცვალოს ვითარება, – აღნიშნავს მიქაია.

“ახალი თაობა” 

 

 

banner
წინა სტატიაში10 ეჭვმიტანილი ბრაზილიაში ოლიმპიადის დროს ტერაქტს ამზადებდა
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა