10 აგვისტოდან ფსიქოტროპული აფთიაქების ინტენსიური მონიტორიგნი დაიწყება

ექსკლუზივი რა გეგმა აქვს გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარეს „თეთრი სიკვდილის“ წინააღმდეგ!

დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს რეგულაცია, რომელიც ფსიქოტროპულ აფთიაქებს ეხება. კერძოდ, შეიზღუდება ფსიქოტროპულ აფთიაქებზე ნებართვის აღება. იურიდიული ან ფიზიკური ტიპი, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, კერძოდ ნასამართლევია, ან სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვს, ვერ მიიღეს ნებართვას.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა ფარმაცევტების რეესტრი. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის შედეგად ფარმაცევტის მხრიდან გამოვლენილი იქნება ფსიქოტროპული პრეპარატების კანონსაწინააღდეგო გაყიდვა, პირველ დარღვევაზე მას სამი წლით აეკრძალება პროფესიული საქმიანობა.

შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული რეგულაციები სააფთიაქო ნარკომანიის ტაბლეტირებული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლისათვის გადადგული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ზოგადად სააფთიაქო ნარკომანიას სერიოზული დარტყმა მიადგა.

„გარკვეული რეფორმების შედეგად, სააფთიაქო ნარკომანიას, მის ინტრავენულ ნაწილს, ე.წ კრაკადილს, ჯეფს და ვინტს სერიოზული დარტყმა მიადგა, შემთხვევები შემცირებულია 95%-ით, თუმცა არა სისტემურ, არამედ ერთეულ პრობლემად რჩება ტაბლეტირებული ფორმების არამიზნობრივად გამოყენება და რიგი აფთიაქების მიერ არაკანონიერი გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ცალსახად ამბობს, ასეთი ტიპის მედიკამენტები, უნდა გასცეს ფარმაცევტმა, არ ხდებოდა ამ კანონის დაცვა და არსებული ადმინისტრაციული ინსტრუმენტები მოიაზრებდა მხოლოდ ჯარიმებს, რომელსაც ნაწილობრივ იხდიდნენ აფთიაქები, ან არ იხდიდნენ და იმავე მისამართზე, დაუყოვნებლივ აფუძნებდნენ ახალ შპს-ს და ამ მიმართულებით, პრაქტიკულად, არანაირი შეზღუდვა არ იყო. ამ ტენდენციამ მიიღო საგანგაშო მიმდინარეობა“.- განაცხადა სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მონახაზი უკვე მომზადებული აქვთ და შემოდგომაზე ექნებათ მისი რეალიზების საშუალება. ზეგიდან კი, ორი კვირის განმავლბობაში, ფსიქოტროპული აფთიაქების ძალიან ინტენსიური მონიტორიგნი იწყება.

banner
წინა სტატიაშიგიგლა ბარამიძე: ნორმალურ ქვეყანაში ხიდაშელი უკვე დაკითხვაზე იქნებოდა დაბარებული
შემდეგი სტატია(video) რუსი მორაგბეების მიმართვა მერაბ კვირიკაშვილს