ჰონკონგი: მკერდი იარაღი არ არის

ლიინის მხარდამჭერ აქციაზე ჰონკონგში დაახლოებით 200 ადამიანი მივიდა.
ათობით მათგანი პროტესტის ნიშნად ქალაქის ქუჩებში ლიფით დადიოდა ახალგაზრდა ქალბატონის დაჭერის გამო, რომელიც ციხეში პოლიციელზე მკერდით თავდასხმის ბრალდებით დაიჭირეს.
30 წლის უ ლიინმა პოლიციელ ჩან კაპოს მარტის აქციების დროს მკერდზე შეხების გამო უჩივლა. თუმცა სასამართლომ განაჩენი პოლიციელის სასარგებლოდ გამოიტანა და უ ლიინი პოლიციელის განზრახ გამოწვევაში დაადანაშაულა, რომ შემდეგ მისთვის ბრალი არაშესაბამის მოქცევაში დაედო.

ლიინს სამი წელი და 6 თვე მიუსაჯეს.
მის მხარდასაჭერად მოსული ადამიანები ლიფს შიშველ ტანზე ან ტანსაცმელზე იცმევნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მსოფლიოს დაანახონ როგორი სასტიკი განაჩენია დამდგარი.

ინციდენტი მარტის აქციაზე მოხდა, სადაც ჩინეთ-ჰონკონგის სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებდნენ. შეთანხმების თანახმად, ჩინელებს შეულიათ ჰონკონგში ნივთების ყიდვა, რომელსაც შემდეგ ისინი კორეაში ათმაგად ყიდიან. მომიტიგგეების აზრით, მსგავსი შეთანხმება ინფრასტრუქტურის წნეხს იწვევს და ასევე ნივთების დეფიციტს.
ლიინის თქმით, პოლიციელს უნდოდა მისი ჩანთისთვის მოეკიდა ხელი, მაგრამ ამის ნაცვლა მკერდზე მოკიდა. მან პოლიციელი შეუსაბამო მოქცევაში დაადამაშაულა.
“მკერდი იარაღი არ არის” ლიინის მხარდამჭერები დღეს ამ ლოზუნგებით აპროტესტებდნენ განაჩენს.

ხელისუფლების თქმით, აქცია არ იყო დარეგისტრირებული, თუმცა, პეტიციის გადაცემის შემდეგ პოლიციამ ხალხს უფლება მისცა მშვიდობიანად დაშლილიყვნენ.

honkongi1

banner
წინა სტატიაშიერდოღანი ყირიმის ანექსიას არ აღიარებს
შემდეგი სტატიამიწის ნაკვეთები და ორი სახლი – რა ქონების მფლობელია შს ახალი მინიტრი