ერდოღანი ყირიმის ანექსიას არ აღიარებს

თურქეთში ვადამდელი არჩევნები 1 ნოემბერს დაინიშნა

“ანკარა არასდროს აღიარებს ყირიმის ანექსიას” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა თაიპ ერდოღანმა ყირიმელი თათრების მე-2 მსოფლიო კონგრესზე, რომელიც გუშინ ანკარაში ჩატარდა. “დღეს ჩვენ ყირიმის არაკანონიერი ანექსიის მოწმეები ვართ, ასევე სხვა მოვლენების, რომელიც მწუხარებას იწვევს” – ერდოღანის სიტყვებს უკრაინული მედია ციტირებს.
ერდოღანმა განაცხადა, რომ “წარმატების გასაღები ერთობაში და გატანაშია”. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ “ყირიმელი თათრები მუდმივად სიმტკიცის და სიმამაცის დემონსტრირებას ახდენდნენ და ამასვე ელოდება ის მათგან სამომავლოდაც”. მისი თქმით, ანკარა თავის მხრივ “არც ახლა და არც მომავალში არ აღიარებს ყირიმის ანექსიას.”

რეჯებ ერდოღანმა ადრე გაკეტებული განცხადებითაც არა ერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მან კიევს სტრატეგიული პარტნიორი უწოდა. მარტში უკრაინის დედაქალაქში ვიზიტისას მან მხარი დაუჭირა ყირიმელ თათრებს და მათ დაპირდა, რომ თურქეთი დაეხმარება სიძნელეების გადალახვაში.

banner
წინა სტატიაშირა მოხდა სოფელ ჯგალში?
შემდეგი სტატიაჰონკონგი: მკერდი იარაღი არ არის