ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა სხდომათა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა მიიღეს. მათ დღევანდელ აქციაზე იუსტიციის სამინისტროსთან მიმართებაში კონკრეტული მოთხოვნები დააფიქსირეს.
“დღეს აღვნიშნავთ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს და იუსტიციის სამინისტრო შევარჩიეთ იმიტომ, რომ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები და რეკომენდაციები. პირველი შეეხება ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემებს. კერძოდ, სქესის შეცვლის შემთხვევაში ძალიან რთულია საბუთებში ცვლილებების შეტანა სქესთან დაკავშირებით. ეს ბევრ პრობლემას უქმნის ამ ადამიანებს და გვინდა იუსტიციის სამინისტრომ ამ პრობლემას მიხედოს. მეორე მოთხოვნა და რეკომენდაცია არის სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი უკვე სამი წელია არსებობს, მისი გამოყენება არ ხდება. ვიმედოვნებთ ასევე, რომ იუსტიციის სამინისტრო შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლის 17 მაისის პრობლემების შეფასებასთან დაკავშირებით საქართველოს დაუწესა”, – განაცხადა კავშირ “საფარის” ხელმძღვანელმა, დღევანდელი აქციის მონაწილემ ბაია პატარაიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამარ კორძაიას განცხადებით, მან მხარი დაუჭირა ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ამ სულისკვეთებით შეუერთდა დღევანდელ აქციას. “საქართველოს პარლამენტი, როდესაც მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაშინ შეუერთდა თანასწორობის იდეას და “რესპუბლიკურმა პარტიამ” მხარი დაუჭირა ამ კანონის მიღებას და ამ სულისკვეთებით ვუერთდებით ამ აქციას”, – განაცხადა კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიორშაბათობით 18:00 საათზე შვილებისა და მომავალი თაობებისთვის პარაკლისი აღევლინება
შემდეგი სტატიაილია მეორე – თუ ოჯახები მტკიცე იქნება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება