ილია მეორე – თუ ოჯახები მტკიცე იქნება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება

თუ ოჯახები მტკიცე იქნება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა საკვირაო ქადაგება მთლიანად ოჯახის მნიშვნელობის თემას დაუთმო. “როგორც თქვენ იცით, ღვთის ლოცვა-კურთხევით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესასწაული. ამ დღესასწაულს ყველას გილოცავთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ოჯახი არის კაცობრიობის ფუძე და ფუძე სახელმწიფოსი. თუ ოჯახები მტკიცე გვექნება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება. დღეს მე მინდა დავლოცო საქართველოს ყველა ოჯახი, ოჯახის ყველა წევრი, ყველა პიროვნება, ვინც უფლის ჭეშმარიტი მადიდებელია და მისი გზით ცხოვრობს”, – აღნიშნა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, ოჯახის სიმტკიცე არის ადამიანის ბედნიერების საკითხი. უწმინდესმა მრევლს ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის წერილი წაუკითხა, სადაც ნათქვამია, რომ ქმარს უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც უფალმა შეიყვარა ეკლესია თვისი.
არქიდიაკვანმა დემეტრემ კი მრევლს ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის წერილის ის ნაწილი წაუკითხა, რომელიც ოჯახს ეხება.

banner
წინა სტატიაშიჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაპატრიარმა ექიმებს მიმართა, რომ ისინი დიდ და საშინელ ცოდვას სჩადიან, როცა აბორტს აკეთებენ