ჯოკია ბოდოკიას საქმე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ჯოკია ბოდოკიას საქმე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამას თავად ბრალდებული ითხოვს.

ბოდოკიას მოთხოვნა მისივე ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ გაახმოვანა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ამჯერად საგამოძიებო სამსახურში სულ სხვა საქმეზე იმყოფებოდა.

ჯოკია ბოდოკიას წინასასამრთლო სხდომა მომდევო თვეში გაიმართება.

ჯოკია ბოდოკია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით რამდენიმე კვირის წინ დააკავეს. ის თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშინინო გიორგობიანი: ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძეს პარლამენტის ორ კომიტეტში მოუსმენენ