ნინო გიორგობიანი: ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი რუსული სატრანზიტო ნომრებიანი სატვირთო ავტომანქანების საკითხს ეხმაურება.
როგორც გიორგობიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნულ ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენს.
“სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს. ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენს. სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. მათ მინიჭებული აქვს სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა იკრძალება. ავტომანქანების მფლობელი პირი იდენტიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანები დგას თბილისში, მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისათვის”, – წერს ნინო გიორგობიანი.

banner
წინა სტატიაშიარასდროს დამიმალავს ის, რომ პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებდი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას
შემდეგი სტატიაჯოკია ბოდოკიას საქმე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ