ჯვარი-მესტიის გზაზე მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

ჯვარი-მესტიის ავტომაგისტრალზე ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფელ ჭუბერის და იდლიანის მოსახლეობა სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით შეიკრიბა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ქვედანაყოფები. სვანეთში იმყოფებინ სამხარეო პოლიციის წარმომადგენლებიც. აქციის მონაწილეებს ცენტრალური გზის გადაკეტვა სურთ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

მოსახლეობა ახალ წლამდე  ხე-ტყით სარგებლობის უფლებას ითხოვს. ისინი ასევე აპროტესტებენ ნენსკრა და ხუდონ ჰესების მშენებლობას. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი  ღარიბაშვილთან, ივანიშვილთან და კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

 

 

1 24

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჯვარი-მესტიის გზაზე მიმდინარე აქციაზე მონაწილეებს და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა