ჯაბა სამუშია – სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესი მუშავდება

სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესი მუშავდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ განუცხადა.
ჯაბა სამუშიას თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად მერიისა და საკრებულოს მიერ ერთობლივი დოკუმენტი მუშავდება, რომელშიც გაწერილი იქნება უშუალოდ სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის გეგმა. ჯაბა სამუშიას თქმით, სახელმწიფო დაეხმარება ასევე იმ ოჯახებსაც, რომელთა საცხოვრისები სტიქიის ზონაშია და რისკის შემცველია. სამუშიას ინფორმაციით, დოკუმენტში დეტალურად იქნება გათვლილი ოჯახებისათვის დასახმარებლად გასაწევი ხარჯები და განხორციელების პერიოდი.
“დოკუმენტზე მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება და საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველად გავა. დოკუმენტის მიხედვით, დახმარება სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ და რისკის ზონაში მცხოვრებ 70-მდე ოჯახს გაეწევა”, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

banner
წინა სტატიაშიეთერ კაკულიას ახლობლები დაემშვიდობნენ
შემდეგი სტატიასტიქიით დაზარალებული ბავშვები ბაგა-ბაღებში პრეფერენციული რეგისტრაციით ისარგებლებენ