ეთერ კაკულიას ახლობლები დაემშვიდობნენ

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის

მომღერალ ეთერ კაკულიას ცხედარი ქაშუეთის ტაძრიდან ტაშით გამოასვენეს. გარდაცვლილი ტაძართან დაასვენეს, სადაც მომღერალს ახლობლები და მეგობრები გამოემშვიდობნენ.
საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა მომღერალი გაიხსენეს და გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები.
ქაშუეთის ეზოში შეკრებილებმა ეთერ კაკულია მისი სიმღერების ფონზე ტაშით გააცილეს. პროცესია რუსთაველის გამზირზე ოპერამდე ფეხით მსვლელობით გაგრძელდა.
მომღერალს ვაკის სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალავენ. ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 26 ივნისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშირუსული გამოძიება ხოდორკოვსკიზე ახალ ბრალდებას ამზადებს
შემდეგი სტატიაჯაბა სამუშია – სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესი მუშავდება