ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხოვატიელ კოლეგას კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში გაზაფხულზე დაგეგმილ ვიზიტს.

საქართველოს პრეზიდენტმა ხორვატიის მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეგობარი ქვეყნის ლიდერს საქართველოში დიდი სიხარულით უმასპინძლებს.

banner
წინა სტატიაშიბაგა-ბაღებისთვის კვების რაციონი განახლდა
შემდეგი სტატია2016 წლის 1-ელ აპრილამდე გაზზე მომუშავე მძღოლებმა უსაფრთხოების კუთხით ინსპექტირება უნდა გაიარონ