ხათუნა ბოკუჩავა: ალბათ, მოსაკლავი იყო, რამდენი ადამიანი ეყოლებოდა მაგას გამწარებული

ტვ “იმედის” გადაცემაში “რეაქცია” მსახიობმა ხათუნა ბოკუჩავამ სამართალდამცველთა დაცვის ლიგის წარმომადგენლის ზაზა ჭაიას გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ პოლიციელები ჩმორები კი არ არიან, არამედ სახეები დაუმშვიდდათ და ჰუმანისტები გახდნენ.

ბოკუჩავამ ეს განცხადება ზაზა ჭაიას საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიციის დათრგუნვის პროცესი მიმდინარეობს. ხათუნა ბოკუჩავას თქმით, 2012 წლის შემდეგ პოლიციელის მიერ ვინმეს მკვლელობა ან პოლიციელის მოკვლა არ სმენია.

მას შემდეგ, რაც დარბაზიდან ბოკუჩავას მოკლული პოლიციელის ვინაობა დაუსახელეს, მან აგრესიული ჟესტიკულაციით განაცხადა: “ალბათ, მოსაკლავი იყო, რამდენი ადამიანი ეყოლებოდა მაგას გამწარებული. გადმონაშთია იქედან და გამწარებული ჰყავთ ხალხი”.

მის ამ ფრაზას დარბაზში ჩოჩქოლი და საპროტესტო ოვაცია მოჰყვა, ხოლო გადაცემის წამყვანი და მონაწილეები დაინტერესდნენ, რას ნიშნავდა ხათუნა ბოკუჩავას ფრაზა: “მოსაკლავი იყო”, რასაც მან პირდაპირი პასუხი ვერ გასცა.

banner
წინა სტატიაში„ვადასტურებ, ალასანიასთან ზარი განხორციელდა, მაგრამ ეს იმის გამო მოხდა, რომ პროცედურები არ დაიცვა“
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: საფრანგეთის ელჩისგან მიკვირს, რატომ არ ახსენა თუ რა იყო გაფორმებული