„ვადასტურებ, ალასანიასთან ზარი განხორციელდა, მაგრამ ეს იმის გამო მოხდა, რომ პროცედურები არ დაიცვა“

თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის განცხადებით, მას არასდროს უთქვამს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ, ირაკლი ალასანიასთან პარიზში ვიზიტისას მისი მხრიდან ზარი არ განხორციელდა.

ჯანელიძემ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბრისას ამ ზარის განხორციელების მიზეზები განმარტა.

„მე არასდროს არ მითქვამს უარი იმასთან დაკავშირებით, რომ ზარი განხორციელდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – არასოდეს ეს არ მითქვამს და მე არც ერთ ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯის არ მრცხვენია. ამაზე საუბარი დაიწყო ბატონმა ალასანიამ. მიუხედსავად იმისა, რომ მეჩვენება, მისი საქციელი ამ შემთხვევაში არაკორექტულია, მე კი ბატონო, დავადასტურებ, რომ ეს ზარი განხორციელდა. მაგრამ აქვე ხაზს ვუსვამ – ეს ზარი შედგა იმის გამო, რომ მან პროცედურები არ დაიცვა და ამ ზარის განხორციელების მიზეზი იყო ის , რომ მას გარკვეული პერიოდით ამ მემორანდუმზე ხელმოწერა გადაედო იმისათვის, რომ ჯერ ეს პროცედურები ყოფილიყო დაცული, გავლილი და საბოლოოდ შეთანხმებული, ხოლო შემდგომ მემორანდუმზე ხელი ყოფილიყო მოწერილი. ეს იყო მხოლდ და მხოლოდ ამ ზარის მიზეზი. ახლა უნდათ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ვინმე ეწინააღმდეგება რაღაც კარგის გაკეთებას ქვეყნის თავდაცვისთვის. ეს არის სრული აბსურდი, უპასუხისმგებლო განცხადება. პირიქით, ჩვენ ყველა მოწადინებული ვიყავით მაშინაც და ახლაც იგივეზე ვრჩებით – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები გაიზარდოს, თუმცა ყველაფერს თავის წესი და რიგი აქვს, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა საჯარო მოხელემ უნდა დავიცვათ, მით უმეტეს მინისტრმა. ეს არის ჩემი პასუხი განხორციელებურ ზარზე“, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე განმარტებით, არ არის სწორი განცხადება, როდესაც ალასანია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელ მდივანთან მინდია ჯანელიძესთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ყველაფერი შეთანხმებული იყო, ვიდრე პარიზში მის კოლეგასთან შესახვედრად გაემგზავრებოდა, გაიარა კონსულტაციები და ნებართვა იყო

დავით მესხიშვილი მოსახლეობას “მოსიარულე ნაღმებით” მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
8 წუთის წინ
ორგანიზაცია “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარის დავით მესხიშვილის განცხადებით, სამგზავრო მიკროავტობუსების გაზზე გადაყვანა უსაფრთხოების წესების დარღვევაა.

36 წუთის წინ
“მეტალურგიული ქარხნის დაუფლებისთვის მთელი რიგი შეთანხმებული ქმედებები მიმდინარეობს”

11:30
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უდესიანის გვარი არც კი გაჟღერებულა”

11:00
43-ე ბატალიონი ავღანეთშია
მოლაპარაკების გამართვაზე, თუმცა მისი გამგზავრების შემდეგ რაღაც შეიცვალა.

„ეს არ არის სწორი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. საკითხი ჩვენთვის ცნობილი იყო, იყო განხილული, მაგრამ საკითხი საბოლოოდ არ ყოფილა შეთანხმებული. გარკვეულ კორექტირებას მოითხოვდა ის წინადადება, რაც ბატონმა ალასანიამ წარმოადგინა. მას მიეცა მითითება, რომ ეს კორექტირება განეხორციელებინა, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა საბოლოო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რაზე უნდა ეწარმოებინა მას კონსულტაციები საფრანგეთის სხვადასხვა ინდუსტრიულ ჯგუფებთან. პროცედურების დაცვაში ვგულისხმობ იმას, რომ მას საბოლოო წინადადებები უნდა შეეთანხმებინა საქართველოს მთავრობასთან. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, საკითხი განხილული იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით ყველა დეტალი შეთანხმებული იყო“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე განმარტებით, საფაერო თავდაცვითი სისტემების შესახებ საფრანგეთთან მემორანდუმის ხელმოწერაზე პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა, პირიქით ყველა, პირველ რიგში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მოწადინებული იყო და ახლაც არის, იმისათვის, რომ საქართველოს უფრო მეტი თავდაცვითი შესაძლებლობა მიეცეს.

„მაგრამ ამავე დროს, პრმეირ-მინისტრი და ქვეყნის მეთაური ვალდებულია იცოდეს, თუ რაზე აწარმოებს კონსულტაციებს მისი მინისტრი. ვფიქრობ, ეს იყო მარტივი და გასაგები მოთხოვნა ჩვენი მხრიდან“, – აღნიშნა ჯანელიძემ.

ექსმინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფუნდამენტური თავდაცვითი შესაძლებლობის შეძენაზე საქართველოს მოქმედმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს უარი. ალასანიას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელი მდივანი მინდია ჯანელიძე მას პრემიერ-მინისტრის სახელით დაუკავშირდა, რომ საფრანგეთის შესაბამის ინდუსტრიებთან მემორანდუმზე ხელი არ მოეწერა. ალასანიას თქმით, მისთვის ეს თხოვნა გასაკვირი იყო იმ ფონზე, როდესაც ყველა დეტალი, როგორც პრემიერთან ისე უსაფრთხოების კაბინეტის წარმომადგენლებთან შეთანხმებული იყო. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საფრანგეთში გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში ქვეყანა საჰაერო სუვერენიტეტზე სრულ კონტროლს აიღებდა. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი პარტია საფრანგეთში გაფორმებული მემორანდუმის შესასწავლად დროებითი კომისიის შექმნის მოთხოვნას პარლამენტში უახლოეს პერიოდში შეიტანს.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი: ღარიბაშვილის მრჩეველი ვერ ვიქნებოდი, რადგან აზრი არა აქვს – ის თანამდებობას არ შეესაბამება
შემდეგი სტატიახათუნა ბოკუჩავა: ალბათ, მოსაკლავი იყო, რამდენი ადამიანი ეყოლებოდა მაგას გამწარებული