წუხანდელი სტიქიის გამო მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში 20 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

მცხეთა–მთიანეთი

ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში 20 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ამ დროისთვის დენის მიწოდება აღუდგა აბონენტების ნახევარს. როგორც კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში”’ აცხადებენ, ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და დღის განმავლობაში ყველა აბონენტს მიეწოდება ელექტროენერგია.

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დენის აღდგენა – აცხადებენ “ენერგო პრო ჯორჯიაში”.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: მთავრობა ხელს უწყობს საშუალო ვადიან პერიოდში ლარის კურსის კიდევ მეტად გაუფასურებას
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესის დაწყებას მიესალმება