პეტრე ცისკარიშვილი: მთავრობა ხელს უწყობს საშუალო ვადიან პერიოდში ლარის კურსის კიდევ მეტად გაუფასურებას

პეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის მიერ კომერციული ბანკებიდან აღებულ სესხებსა და მის უპრეცედენტოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთზე ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ფულის შიდა ბაზარზე ვალად აღება, ეკონომიკას ასუსტებს და კერძო მომხმარებლებისთვის სესხებს აძვირებს. ასევე, ხელს უშლის საშუალო ვადიან პერიდოში ლარის კურსის დასტაბილურებას.

„იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ ხარჯები შეკვეცოს, მათ შორის ადმინისტრაციული და როგორც თავად ამბობს ქამრები შემოჭიროს, გადასულია კომერციული ბანკებიდან გაუთავებლად სესხის აღებაზე. ჩვენი ვალი კატასტროფულად იზრდება. გუშინ, ბიუჯეტმა, კომერციული ბანკებიდან 20 მილიონი ისესხა და ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი უპრეცედენტოდ მაღალი იყო, ის 9%-ს გასცდა. მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის მომსახურებაზე მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში, 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. ფულის შიდა ბაზარზე სესხება ეკონომიკას ასუსტებს და სუვერენული რეიტინგების პერსპექტივას აუარესებს. ასევე, აძვირებს სესხებს კერზო მომხმარებლებისთვის და ზრდის საბიუჯეტო ხარჯებს. ეს ძალიან ცუდად აისახება ლარის კურზე და მის სტაბიულობაზეც. ნაცვლად იმისა, რომ ისინი ამცირებდნენ ადმინისტრაციულ ხარჯებს და ბიუჯეტის კორექტირებით იყვნენ დაკავებულები როგორც ამას თავად ამბობენ, კომერციული სექტორიდან ვალებს იღებენ და ამით ეკონომიკას ასუსტებენ. ხელს უწყობენ საშუალო ვადიანი პერიოდში ლარის კურსის კიდევ მეტად გაუფასურებას“, _ განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწვიმის შედეგად დაზარალებულ 5 ოჯახს მერია და გამგეობა დაეხმარება
შემდეგი სტატიაწუხანდელი სტიქიის გამო მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში 20 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა