წულუკიანის თქმით, უცნობია რომელმა ქვეყანამ მისცა ადეიშვილს თავშესაფარი

თეა წულუკიანი -

“საინტერესოა, რომელმა ქვეყანამ შეიფარა ადეიშვილი რომელსაც, სავარაუდოდ, ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული,” – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ინტერპოლის მიერ ზურაბ ადეიშვილის მისამართით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას.

იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ აუცილებელია გაირკვეს, თუ ვინ მისცა პოლიტიკური თავშესაფარი მის წინამორბედს.

“დღეს ჩვენ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ ვიცით, თუ რომელმა ქვეყანამ გააკეთა ეს და, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა თავშესაფარი და დაიცვა ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ, ძალიან ბევრი ცუდი აქვს საქართველოში გაკეთებული. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ადამიანი წითელ ცირკულარში ყოფილიყო შეტანილი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არის ქვეყანა, ვინც თავშესაფარი გასცა და მოახსნევინა ინტერპოლს ადეიშვილი ძებნიდან. ის წერილი, რომელიც ინტერპოლისგან არის მიღებული, სწორედ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ თავშესაფრის სტატუსის გამო მოხსნილია ეს ადამიანი ძებნიდან,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის აზრით, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რომელმა ქვეყანამ მისცა ზურაბ ადეიშვილს თავშესაფარი.

banner
წინა სტატიაშითბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელი საავადმყოფოსთან ცემეს
შემდეგი სტატია“ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა იქნება დასჯადი,” – თეა წულუკიანი