თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელი საავადმყოფოსთან ცემეს

    მორიგი თავდასმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელზე. ნაცემია სასწრაფოს მძღოლი. მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა რეფერალურ საავადმყოფოსთან მიაყენეს.

    როგორც  სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსსამსახურში განმარტავენ მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია და ის სახლში გადის მკურნალობას.

    სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ცნობით, მძღოლს პაციენტის ოჯახის წევრები დაესხნენ თავს. თავდამსხმელები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

    “პაციენტი იყო ახალგაზრდა გოგო რომელსაც მუცლის ტკივილი აწუხებდა. პაციენტი სახლიდან სასწარაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს. გზაში სასწრაფოს მანქანას წამოეწია ავტომობილი, რომელშიც გოგონას ოჯახის წევრები ისხდნენ და სასწრაფოს მანქანას ნორმალურად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. მას შემდეგ, რაც მანქანა საავადმყოფოსთან გაჩერდა, სასწრაფოს მძღოლს ოჯახის წევრებმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მძღოლს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება,” – აცხადებენ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსსამსახურში.

    არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცავებმა დაშავებული მძღოლისგან ჩვენება უკვე აიღეს.

    რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ამ დროისთვის უცნობია.

    banner
    წინა სტატიაშისარფში საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობისთვის 3 პირი დააკავეს
    შემდეგი სტატიაწულუკიანის თქმით, უცნობია რომელმა ქვეყანამ მისცა ადეიშვილს თავშესაფარი