,,ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ინვესტორები უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან ისმენენ თუ რა შესაძლებლობებია ქვეყანაში”

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ-იორკში გამართული ეკონომიკური ფორუმი Georgia-Making Business Easy შეაფასა.

საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა ძალიან ვრცელი მოხსენება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება.

ვიცე-პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკში გამართულ ფორუმს ესწრებოდნენ უმსხვილესი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები.

კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ამოცანაა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ უფრო მეტი გახდეს ცნობილი მთლიანად ამერიკული ბიზნესისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ინვესტორები უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან ისმენენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობებია ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა ძალიან ვრცელი მოხსენება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება. ძალიან კარგია, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ უმსხვილესი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები და რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები ჩატარდეს ყველგან, მთელს ამერიკაში – ჩიკაგოში, დასავლეთ სანაპიროზე. ჩვენ ვაპირებთ, რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში, ამას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს სტატეგიული მნიშვნელობა“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს
შემდეგი სტატია„არაფრის დიდებით არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში“