ოზურგეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

შემთხვევა იოანე პეტრიწის ქუჩაზე მოხდა. გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირებმა „საქართველოს ბანკის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.

კაფე “ლელანგოს” წინ მდებარე სწრაფი გადახდის აპარატი, რომლიდანაც სრული თანხა იყო ამოღებული, პოლიციამ მოგვიანებით, გატაცების ადგილიდან 200 მეტრში იპოვა.

წაღებული თანხის ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლის, მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თელავში მომხდარი მკვლელობა გახსნა
შემდეგი სტატია,,ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ინვესტორები უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან ისმენენ თუ რა შესაძლებლობებია ქვეყანაში”