სახალხო დამცველი ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საუბრობს. უჩა ნანუაშვილი სპეციალურ შეკრებაზე საკუთარი ანგარიშის პრეზენტაციით გამოდის – ის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების მონიტორინგის შედეგებს აცნობს შეკრებილებს. დოკუმენტში განსაკუთრებულად აღნიშნულია ბავშვთა მიმართ ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ლაპარაკია ბავშვთა სიკვდილიანობისა და ჯანდაცვის უფლებაზე.
ერთერთი მთავარ პრობლემად ბავშვთა მიმართ ძალადობა და არასათანადო მოპყრობა დასახელდა, ასევე ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი.
„ძალადობა და არასათანადო მოპყრობა ერთერთი სერიოზული პრობლემაა. პრობლემაა ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი დონე, რითაც საქართველო ერთერთ სალიდერო პოზიციაზეა რეგიონში,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.