თურქეთმა ,,ისლამური სახელმწიფოს,, წევრები დააპატიმრა

თურქული მედიის ცნობით, დღეს დილით ქალაქ იზმირში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად ,,ისლამური სახელმწიფოს,, 6 წევრი დააკავეს.

როგორც თურქული ძალოვანი უწყებები იტყობინებიან, დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან… ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ სირიასა და ერაყში ისლამისტების კონტროლირებად ტერიტორიებზე და ღებულობდნენ მონაწილეობას ,,ისლამური სახელმწიფოს,, დანაშაულებრივ საქმიენობებში… ხოლო თურქეთში დაბრუნების შემდეგ, ეწეოდნენ ,,ისლამური სახელმწიფოს,, იდეოლოგიის გავრცელების, ამ ტერორისტულ ორგანიზაციაში ხალხის გაწევრიანებისა და საბრძოლველად გაგზავნის, მათთვის ფინანსებისა და ასაფეთქებელი იარაღის დამზადება-შეგროვების კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას.

ამას გარდა, დაკავებული პირები ეჭვმიტანილნი არიან, თურქეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ტერაქტის მოწყობაში.

თურქული პოლიციის განცხადებით, გამოძიება რომელიც დაკავებულ პირთა საქმოანობაზე მუშაობს, შესაძლებელია თურქეთის ტერიტორიაზე მომუშავე ისლამისტთა სხვა დაჯგუფებაზეც გავიდეს.

 

banner
წინა სტატიაშიუეფას სუპერ თასი მთელი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობას იწყებს
შემდეგი სტატია„ძალადობა და არასათანადო მოპყრობა ერთერთი სერიოზული პრობლემაა,” – უჩა ნანუაშვილი