ცხოველების ძარცვა – ბევრი ფული, უამრავი პრობლემა და უსაქმურების არმია!!!

ცხოველების ძარცვა - ბევრი ფული, უამრავი პრობლემა და უსაქმურების არმია!!!

"თაიმერის" ფოტორეპორტაჟი სტიქიის ეპიცენტრიდანმედლის ორი მხარე – რამდენად გონივრული იყო სტიქიის დროს მტაცებელი ცხოველების გალიიდან გამოშვება, ან რამდენად არაჰუმანური მათი გალიაში ჩაკეტვა?!
მთავარი კითხვა – ვინ გააღო და როგორ გალიები?!
ვის ეკისრება სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა მტაცებელის მიერ მოქალაქის დაგლეჯვასა და ქალაქში არსებულ პანიკაზე?!
შედეგი – მსხვერპლი და ძებნილი ცხოველები!
როგორ ხდება კომუნიკაცია ან პასუხისმგებლობების გადანაწილება სტრუქტურებს შორის?!
რეალობა – ყველა ერთადაა, მაგრამ ცალ-ცალკე!
დამატებითი კითხვები: დახოცეს თუ არა გალიაში ჩარჩენილი ცხოველები?! რამდენად მიზანშეწონილი იყო მათი დაჭერისას იარაღის გამოყენება?!
ნიშნავს თუ არა ცხოველის სიყვარული იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, ან პირიქით? იციან თუ არა ათამდე თვლა ზოოპარკის დირექტორმა და მისმა თანამშრომლებმა?!
უმთავრესი: რას საქმიანობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და უნდა ჰქონოდა თუ არა მას ზოოპარკის ბინადრების სრული სია?! ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადება ცხოველთა სრულად დაბინავების შესახებ ხელისუფლებას უნდა გადაემოწმებინა თუ არა მონიტორინგის სამსახურთან, როგორც სტრუქტურულად პასუხისმგებელ პირთან? და რაკი ეს არ მოხდა, ვინ მოეკიდა საქმეს გულგრილად – ზოოპარკის ადმინსიტრაცია, ზოოპარკის ადმინისტრაცია და პოლიცია თუ მხოლოდ პოლიცია? როგორ გადანაწილდება პასუხისმგებლობა?! მეტიც, იმ ფონზე როცა ითქვა, ვეფხვმა ადამიანი რომ დაგლიჯა ეს არავის ბრალიაო, გარდაცვლილის ოჯახს უნდა ჰქონდეს თუ არა კანონიერების იმედი?!

დიდი გაქცევის ტრაგიკული დასასრული–ფოტოები უკომეტაროდ
უპასუხოდ დარჩენილი კითხვები, ბევრი ეჭვი, ბევრი ფაქტი და მოლოდინი…
2014 წლის 12 დეკემბრის N 17/56 დადგენილების თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შეიქმნა. სააგენტო რამდენიმე თვის წინ, მარტში საკრებულოში წარდგენილი კანონპროექტით გახდა ცნობილი, რომელიც დედაქალაქში ცხოველთა ყოლის წესებს განსაზღვრავდა. წესებს შორის ეწერა: მაგალითად, თავშესაფრის ბინადარი «მოწყენილი ძაღლის» ევთანაზიის შესახებ (ალბათ, ძაღლებმა უნდა ისწავლონ მადლიერების გამო ჩაკეტილ სივრცეში გაღიმება), გასასეირნებლად გარკვეული საათების დანიშვნა, ვალდებულება, რომ ძაღლებს პატრონებმა გაუკეთონ ჩიპი (რომელიც ძვირი ჯდება), ტატუ (რომლის პრაქტიკაც რამდენიმე წელის წინ ევროპაში აიკრძალა) ან ყელსაბამი, ძაღლების ქუჩაში ალიკაპით გაყვანა (რომელმაც შესაძლებელია ძაღლს ზაფხულში ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას) და ა.შ.
მონიტორინგის სამსახურის ერთ-ერთი ხმაურიანი საქმე ნუცუბიძეზე დღისით, ყველას, მათ შორის ბავშვების თანდასწრებით, დაახლოებით 25 ძაღლის იარაღით დახოცვის ფაქტი იყო. ეს ის ინფორმაციაა, რომელიც მონიტორინგის სამსახურის წარსულ საქმიანობაზე იძებნება ინტერნეტში.
დადგენილების თანახმად, რომელიც აღნიშნული სამსახურის მოვალეობებს და ვალდებულებს განსაზღვრავს, მისი უფლებამოსილებაა ფლობდეს სტატისრიკურ მონაცემებს დედაქალქში არსებული ცხოველების შესახებ, გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება მოახდინოს, გააანალიზოს სიტუაცია და შესაბამისად იმოქმედოს. მაშინ, როცა მონიტორინგის სამსახურს კანონით გარკვევით აქვს განსაზღვრული საქმიანობა ჩვეულებრივ და ფორსმაჟორ სიტუაციებში, გაურკვეველია რატომ დაეყრდნო საქართველოს მთავრობა თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას წყალდიდობის შემდეგ დღეებში ცხოველების დაჭერასთან დაკავშირებით?

ცხოველების ძარცვა - ბევრი ფული, უამრავი პრობლემა და უსაქმურების არმია!!!
გუშინ, აღნიშნულმა უწყებამ საკუთარი საქმიანობა და ბიუჯეტი მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც სააგენტო «თაიმერმა» მას და სხვა საჯარო უწყებებს სამსახურთან დაკავშირებით შეკითხვებით მიმართა. მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია რატომღაც მხოლოდ მათ ბიუჯეტს შეეხება და არა წარმოებულ საქმიანობას. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უწყების 2015 წლის ბიუჯეტი 2 914 000 ლარია. აქედან 2 237 616 ლარი თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დაფინანსებაა. შრომის ანაზღაურებიდან თანამდებობრივ სარგოებზე 1 864 680 ლარი იხარჯება, პრემიებზე – 337 536, ხოლო დანამატებზე – 35 000 ლარი. 1 იანვრიდან 1 აპრილამდე ცხოველთა კვებასა და ვეტერინარულ დახმარებაზე უწყებამ 25 136 ლარი დახარჯა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2950 ლარია. ამასთან, იგი ყოველთვიურ დანამატს იღებს 2950 ლარის სახით, ჯამში – 5900 ლარს. დირექტორის ორი მოადგილის თანამდებობრივი სარგო 2800-2800 ლარს შეადგენს, ხოლო დირექტორის თანაშემწის – 1680-ს. ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობრივი სარგო 2400 ლარია. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამივლინებო ხარჯისთვის 10 000 ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება საოფისე ხარჯს, ის 200 998 ლარს შეადგენს. ინვენტარიზაციის გზით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთვის მუნიციპალიტეტისგან გადასაცემ ქონებას შორისაა 1 385 ლარის ღირებულების Iphone და 1 710 ლარის ღირებულების Iphone 5s 32GB. შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის სარგებლობაში არსებულ ავტომობილებს შორისაა 13 010 ლარის ღირებულების BMW X5.

ცხოველების ძარცვა - ბევრი ფული, უამრავი პრობლემა და უსაქმურების არმია!!!
მონიტორინგის სამსახურს ბიუჯეტის გარდა ნამდვილად მოუწევს საკუთარი საქმიანობის შესახებ სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემა: 1. მას უნდა განეხორციელებინა ცხოველთა ჰუმანური გზით დაჭერა. შეასრულა თუ არა ამ სააგენტომ კანონით დაკისრებული ეს ვალდებულება? როდის, სად და რომელ თავშესაფარში მოათავსა ჰუმანური გზით დაკავებული ცხოველი (კონკრეტული მაგალითები – დაჭერის დრო, ცხოველის სახეობა და მისი თავშესაფარი.) 2. დეპარტამენტი ახორციელებს მოსახლეობის დაცვას აგრესიული ცხოველებისგან. როდის, სად, რა მეთოდით, როგორ დაიცვა ამ დეპარტამენტმა მოქალაქეები? 3. დეპატრამენტი ვალდებულია კომპეტენციის ფარგლებში ექსტრემალურ და გადაუდებელ შემთხვევებზე მოახდინოს რეაგირება. სად და რომელ შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება? 4. დეპარტამენტი ვალდებულია მიიღოს ინფორმაცია მისი შემდგომი დამუშავების, ანალიზის და ვითარების პროგნოზირების მიზნით. რა ინფორმაცია, რომელი არხებით მიიღო, რა ანალიზი გააკეთა და რომელი ვითარების პროგნოზირება მოახდინა? 5. დეპარტამენტი ვალდებულია მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა ზარები მიიღოს და მათზე სათანადო რეაგირება მოახდინოს, შეტყობინებები გაფორმოს და აღრიცხოს. ოპერატიული სატელეფონო ნომრის დასახელება, სადაც მოქალაქეს ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. სად გასაჯაროვდა აღნიშნული საკონტაქტო ნომერი და როდის, რა საკითხზე შემოვიდა ზარები მოქალაქეებისგან. კონკრეტული მონაცემები და ზოგადი სტატისტიკა. 6. მონიტორინგის სამსახურის ვალდებულება დამუშავებული ინფრომაციები სათანადო თანამდებობის პირებს მიაწოდოს როდის შეასრულა ბოლოს და რომელ საკითხთან დაკავშირებით. 7. სამსახურის მედიასთან ურთიერთობა – ტრაგედიის დღეებთან დაკავშირებით რა სახის ინფორმაცია გაავრცელა მედიაში.

zooparki
საინტერესოა ასევე, რამდენად ლოგიკური და ეფექტურია უწყების სტრუქტურული და ფინანსური გადანაწილება სქემით, სადაც ბიუჯეტის 70 % -ზე მეტი ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე იხარჯება და მხოლოდ 30 % საქმიანობის წარმართვაზე. თბილისის წყალდიდობის შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი შეკითხვა გააჩინა, რომლის ძირითადი ადრესატები სახელმწიფო სტრუქტურები არიან. პრობლემა ასე განისაზღვრა – ექსტრემალური სიტუაცია (უშუალოდ კატასტროფის პერიოდი) და შემდგომი მოვლენები. ზუსტად გაწერილი მოვალეობა-ვალდებულებების ფონზე რამდენად გონივრული ან ლეგიტიმური იყო ზოოპარკის დირექტორზე ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხიმგებლობის დაკისრება ან დაყრდნობა. გამოძიება, რომელიც კატასტროფის მოვლენებს ეხება, იმედია პასუხს გასცემს ყველა შეკითხვას, რომლის საზოგადოებაში გაჩნდა.

sqrt
პ.ს. და ბოლოს, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე ზოოპარკის ბინადართ ჰქონიათ „ჩიპები“, მაგრამ „ზოგიერთი დაზიანდა“-ო, – განაცხადეს და ეს მას შემდეგ ითქვა, რაც სწორედ „ჩიპების“ საკითხი დაისვა სოციალურ ქსელში. ჯერჯერობით არავის აუხსნია მოქალაქეებისათვის ვინ გააღო გალიები, ან როგორ მოხვდა საწყობში ვეფხვი. არც მთავარ კითხვაზე – იცის თუ არა ზოოპარკის ადმიანისტრაციის თანამშრომლებმა ათამდე დათვლა – გაუცია არავის პასუხი!

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: საქმის კეთების ნაცვლად მთავრობა დაკავებულია სპეკულაციით
შემდეგი სტატიაშსს მინისტრი: როდესაც წვიმა მოდის სამუშაოების შეჩერება ავტომატურად ხდება