შსს მინისტრი: როდესაც წვიმა მოდის სამუშაოების შეჩერება ავტომატურად ხდება

საქართველოს შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, როდესაც წვიმა მოდის გაწმინდითი სამუშაოების ავტომატურად შეჩერება ხდება, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა , რომელიც “მზიურის” ტერიტორიაზე იყოფებოდა.
ვახტანგ გომაელაურმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილების გაწმენდით სამუშაოებშია ჩართული.
“ხელით სამუშაო ძალიან მცირე დარჩა, უფრო ტექნიკით სამუშაოა. უსაფრთხოებისა და კრზისიების მართვის საბჭოში განიხილეს და სურთ, რომ უფრო ტექნიკით მუშაობაზე გადაერთონ. მაშველები ჩართულები იქნებიან საძიებო სამუშაოებში”, – განაცხადა გომელაურმა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, როდესაც წვიმა მოდის სამუშაოების შეჩერება ავტომატურად ხდება.
რაც შეეხება მტაცებელი ცხოველის სამძებრო სამუშაოებს, ვახტანგ გომალაურმა აღნიშნა, რომ შეტობინება იყო გორიდან, თუმცა არ დადასტურდა.
“ასევე წეროვნის მისადგომებთან ვეფხვზე იყო საუბარი. ჩართული იყო ვერტმფრენი, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები. ყველაფერი გადამოწმეს – სარდაფები, მიტოვებული შენობები. იქ არაფერი აღმოჩნდა”, – განაცხადა გომელაურმა.
“მზიურის” ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერეს.

banner
წინა სტატიაშიცხოველების ძარცვა – ბევრი ფული, უამრავი პრობლემა და უსაქმურების არმია!!!
შემდეგი სტატიაამერიკელი მეცნიერები: დედამიწა კვდომის ახალ ფაზაში შევიდა