„ცუდად მიცნობენ“–ხელმოწერა პარიზში და ზარი თბილისიდან პრემიერის სახელით (ვიდეო)

საზოგადოება ელის მესამე ძალას და ეს

„თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ. კაბელების საქმეზე და საფრანგეთში საქართველოსა და საფრანგეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე მომზადებულ ფილმს ავრცელებენ. ფილმში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი დეტალურად ყვება და იხსენებს საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვაზე დოკუმენტის ხელმოწერის წინ მინდია ჯანელიძის მასთან განხორციელებულ ზარს. ალასანია ყვება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს მდივანმა მას პრემიერ-მინისტრის სახელით დაურეკა და სთხოვა თავი შეეკავებინა დოკუმენტზე ხელმოწერისგან და შექმნილი სიტუაციიდან გონივრული გამოსავალი მოეძებნა. ალასანია იმასაც ყვება, რომ ის შეეცადა პრემიერთან დაკავშირებას, თუმცა ეს კავშირი ვერ შედგა, რადგან პრემერი დაკავებული იყო. ალასანია იმასაც იხსენებს, რომ ხელმოსაწერი დოკუმენტის- განზრახულობათა ოქმის ტექსტი, პრემიერ-მინისტრის გარდა, შეთანხმებული იყო პარლამენტის თავდმჯდომარესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. ფილმში პირველად ქვეყნდება დოკუმენტის ხელმოწერის ფოტოებიც. ფილმში ასევე საუბრობენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ადვოკატები კაბელების სამესთან დაკავშრებით. კიდევ ერთხელაა საუბარი, რომ დელტაკომის შვილობილი კომპანიის დირექტორი ზურა კოტარიაა, რომელიც ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს, ე.წ. მოსმენების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ფილმი ალასანიას განცხადებით სრულდება, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს-„ცუდად მიცნობენ“.

banner
წინა სტატიაშიჯანელიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს
შემდეგი სტატიაევროკავშირი საქართველოს აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაგრძელებას ურჩევს – ზურაბ აბაშიძე