ჯანელიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს

janelidzeთავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ პრეზიდენტი ინფორმირებული იყო.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრალდებაზე კომენტირებისას განუცხადა, ამ საკითხზე პრეზიდენტს პირადად ესაუბრა.
“პრეზიდენტი იყო ინფორმირებული ამის შესახებ. მე პირადად მქონდა მასთან საუბარი პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ჯანელიძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, რომ აღნიშნული პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე მთავრობის სპეციალური სხდომა უნდა გაიმართოს, თავდაცვის მინისტრის თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება თავად მთავრობამ უნდა მიიღოს.
“რაც შეეხება სხდომას, ბუნებრივია, ასეთი სხდომა შეიძლება იყოს ან არ იყოს – ეს მთავრობის გადასაწყვეტია. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება დროულად და ხარისხიანად”, – განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

Giorgi_Margvelashvili_Senate_of_Poland_02

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს მისი მოთხოვნების მუდმივად იგნორირებაში ადანაშაულებს და მაგალითისთვის ნატო-ს პაკეტის იმპლიმენტაციაზე ინფორმაციის მიღების სურვილზე საუბრობს.

პრეზიდენტმა გადაცემა “არჩევანში” აღნიშნა , რომ ნატო-ს პაკეტის იმპლიმენტაციაზე რამდენჯერმე მიმართა თავდაცვის სამინისტროს და მოსთხოვა, მიეწოდებინათ ინფორმაცია, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

“დუმილი ცუდია. რითია განპირობებული ეს დუმილი, ჩემი ასახსნელი არ არის. ასეთი ტიპის საკითხებზე დუმილი და პასუხის არგაცემა ცუდია,” – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტმა ნატო-ს პაკეტის იმპლიმენტაციაზე ინფორმაციის მიღება ნოემბერშ, მაშინ ითხოვა, როდესაც ალასანიას გუნდის ცვლილება მოხდა.

“მთავრობის პასუხი იყო ნოლი. თებერვალში მივმართე იგივე დღის წესრიგით და ისევ არ არის პასუხი. ეს არ არის კარგი საერთო დინამიკისთვის,” – ამბობს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშისტამბულში მოკლული ტერორისტი 3 თვით ადრე მომხდარ ტერაქტში მკვდარი ეგონათ
შემდეგი სტატია„ცუდად მიცნობენ“–ხელმოწერა პარიზში და ზარი თბილისიდან პრემიერის სახელით (ვიდეო)