ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამო მოსახლეობის ნაწილი ქართულ არხებს ვერ უყურებს

ციფრულ მაუწყებლობას მოსახლეობის დიდი ნაწილი მოუმზადებელი შეხვდა. ანალოგურიდან ციფრულზე გადასვლა მაუწყებლებმა დღეს დაიწყეს. უკვე დაახლოებით 12 საათია დედაქალაქის და მასთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქართულ არხებს თვალს ვერ ადევნებს.

ეგრეთ წოდებული set top box-ი, რომლის მეშვეობითაც ოთახის და სახურავზე განთავსებული ანტენის მქონე პირები ციფრული მაუწყებლობის პირობებში ქართული არხების ყურებას შეძლებენ, მხოლოდ სოციალური დაუცველების და შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირების ნაწილს დაურიგდა.

სოციალურად დაუცველებისთვის ისინი სახელმწიფომ შეიძინა და მათი გატანა მოსახლეობას ადგილობრივი ფოსტის ფილიალბიდანაც შეეძლება. დანარჩენ მოქალაქეებს კი მოწყობილობის შეძენა თავად მოუწევთ. ტექნიკის მაღაზიებში ამ მოწყობილობის ფასი 60-90 ლარის ფარგლებში მერყეობს, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი მის შეძენას ვერ ახერხებს.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ნაჩქარევად მიჩნიათ კერძო კომპანიებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მის ტერიტორიაზე გასამართლებულ პირებს საქართველოს აღარ გადმოსცემს
შემდეგი სტატიაევროსაბჭო: საბერძნეთში დაგეგმილი რეფერენდუმი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება