რუსეთი მის ტერიტორიაზე გასამართლებულ პირებს საქართველოს აღარ გადმოსცემს

პუტინ-მედვედევის ტანდემი საქართველოსთან 20 წლის წინ გაფორმებული შეთანხმების ცალხმრივად შეწყვეტაზე ფიქრობს. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი პუტინი პრემიერ მედვედევის ინიციატივას მხარს დაუჭრს რუსეთი მის ტერიტორიაზე გასამართლებულ პირებს საქართველოს აღარ გადმოსცემს.

მოსკოვში 20 წლიანი კავშირის გაუქმებაზე ჯერ კიდევ მსჯელობენ. ოფიციალურ თბილისში კი არ იციან თუ რამ განაპირობა მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა.

რუსულ მედიაში კი ორი დღეა ამ თემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რუსეთის გაღიზიანება საქართველოს მიერ რუსეთისთვის მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის არგადაცემა გახდა.

თბილისი მოსკოვისგან ოფიციალურ შეტყობინებას ელოდება, საპარლამენტო ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ ამ კითხვებზე პასუხები საზოგადოებას საქართველოს პრემეირ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან უერთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ უნდა გასცეს.

მეტიც, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამტკიცებს, რომ მოსკოვს უფრო შორს მიმავალი გეგემები აქვს და ექსტრადირების გაუქმება ქართველ სამხედროებს უკავშირდებათ.

banner
წინა სტატიაშისვანიძის ქუჩის მოსახლეობა სტიქიის დროს ხელისუფლების რეაგირების საკითხზე დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს
შემდეგი სტატიაციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამო მოსახლეობის ნაწილი ქართულ არხებს ვერ უყურებს